სარაგბო კლუბი „ბათუმი“ ხვალ დიდი ათის მეთორმეტე ტურში საკუთარ სტადიონზე „ყაზბეგს“ უმასპინძლებს. ამ დროისთვის „ბათუმი“ სატურნირო ცხრილში 39 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება, „ყაზბეგს“ კი 21 ქულა აქვს და მერვე პოზიციაზეა.
ეროვნულ ჩემპიონატს კი 40 ქულით „ლელო სარასენსი“ ლიდერობს, მეორე ადგილზეა „აია“, რომელსაც „ბათუმის“ დარად 39 ქულა აქვს. „ბათუმისა“ და „ყაზბეგის“ მატჩი ბათუმი არენაზე ხვალ 15:00 საათზე გაიმართება.