ბასილაშვილი ტურნირს საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა

23 იანვარი 2024, 12:06 422 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბელგიაში, „აი-ტი-ეფის“ ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო. მას ძირითად ბადეში გასასვლელად ორი მოგება სჭირდებოდა, თუმცა მსოფლიოს 277-ე ჩოგანთან, თურქ სემ ილქელთან ორ სეტში, 3:6, 4:6 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი „აი-ტი-პის“პროფესიონალ ჩოგბურთელთა რეიტინგში 595-ე ადგილზეა. გასულ კვირას ის სანდერლენდის ტურნირზეც თამაშობდა, თუმცა ასპარეზობას მერვედფინალიდან გამოეთიშა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში