საქართველოს ნაკრებისა და „ინტერის“ ლეგენდების მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

23 იანვარი 2024, 12:05 714 ნახვა

საქართველოსა და მილანის ინტერის ლეგენდების მატჩზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. „ლეგენდების სერიების“ პირველ შეხვედრას ბათუმი უმასპინძლებს, მატჩი 7 მარტს გაიმართება. თავიდან ცნობილი იყო, რომ GEO11-ის შემადგენლობაში ითამაშებდნენ საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, გიორგი ქინქლაძე, თემურ ქეცბაია და ლევან კობიაშვილი. მათ რიცხვს დაემატნენ ალექსანდრე იაშვილი და კახა კალაძე. საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ ლუიშ ფიგუ, ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი, ესტებან კამბიასო, დიეგო მილიტო და ასევე ხუან ვერონი, ასევე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდის წევრები, რომლებსაც ჟოზე მოურინიო ხელმძღვანელობდა. ამ გუნდმა 2010 წელს ტრებლის მოგება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ამ ლეგენდარული შემადგენლობიდან ბათუმში 9 ფეხბურთელი ითამაშებს. რაც შეეხება ბილეთების ფასს, მათი ღირებულება 15-დან 45 ლარამდე იქნება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში