ჩინეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
სამაშველო ჯგუფები დაკარგულებს ყინვასა და თოვლში ამ დრომდე ეძებენ.
ჩინეთის იუნანის პროვინციაში მეწყერი ორშაბათს ჩამოწვა და თავდაპირველად დაკარგულად 47 ადამიანი ითვლებოდა, მათგან 8 ორშაბათს საღამოს გარდაცვლილი იპოვეს.