ირლანდიაში ძლიერი შტორმის გამო ავიამიმოსვლა შეწყდა

22 იანვარი 2024, 11:52 514 ნახვა

დუბლინის აეროპორტში მოსალოდნელი ძლიერი შტორმის გამო ავიაკომპანიებმა 114 ფრენა გააუქმეს. ირლანდიის ცენტრალურ ნაწილში ძლიერი ქარი მთელი დღის განმავლობაში მძვინვარებდა. ქარიშხალმა „იშამ“ ასევე შეაფერხა 27 თვითმფრინავის დაშვება, ხოლო 36 ავიარეისი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს.

ირლანდიის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ქვეყნის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დუბლინში, გამოსცა განგაშის ნარინჯისფერი დონე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქარმა შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანებს, უძრავ ქონებასა და აქტივობას. ირლანდიის დასავლეთსა და ჩრდილო-დასავლეთში განგაშის უფრო მკაცრი წითელი გაფრთხილება გავრცელდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი