ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე სოფელ პაქსაძეებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

21 იანვარი 2024, 15:30 815 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, სოფელ პაქსაძეებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და მათ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა

უამინდობის შედეგად, სოფელ პაქსაძეებში, ქვათაცვანამ და მეწყერმა საფრთხე შეუქმნა 7 ოჯახს. ასევე, ფერდობიდან ჩამოსულმა მიწის მასამ გადაკეტა სოფელ გელაძეებთან მისასვლელი გზა.

მოკლე დროში მყისიერად იქნა არსებული მდგომარეობა შესწავლილი გეოლოგების მიერ და მათი რეკომენდაციით 7 ოჯახი გაყვანილი იქნა უსაფრთხო ადგილას, რომლებსაც ქირის ფულს გადაუხდის მუნიციპალიტეტი.

გეოლოგების ცნობით, ამ ეტაპზე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე გზის გახსნა ვერ ხერხდება, ვინაიდან მეწყერი აქტიურია და იქ მუშაობა არის საფრთხის შემცველი.

სტიქის დღიდან, მუნიციპალიტეტი შესაბამის სამსახურებთან ერთად აქტიურ კორდინაციაშია დაზარალებულ მოსახლეობასთან და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ადგილობრივებმა უსაფრთხოდ გააგრძელონ ცხოვრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი