ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ცეცხლი ხოზრევანიძეების საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი შენობიდან მაშველებმა გამოიყვანეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო სამსახურისა და სამედიცინო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული.
ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ხანძრის შედეგად ღია ცის ქვეშ 2 ოჯახის 10 წევრი დარჩა. დაზარალებული ოჯახები მერიამ დროებით სასტუმროში გადაიყვანა.
რაც შეეხება კომპენსაციას, თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც გადაწყდება თუ რა სახის დახმარება გაეწევა აღნიშნულ ოჯახებს.