მეწყერი   ხულოში 

13 მარტი 2017, 00:00 4389 ნახვა

დიოკნისში მცხოვრები საგინაძეების სამი ოჯახი ერთი კვირაა გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ადგილობრივების მტკიცებით, საცხოვრებელთან მისასვლელ გზაზე მეწყერი 7 მარტს გააქტიურდა, რის გამოც დასახლებაში საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები ვერ მიდიან. საგინაძეები გზის გაწმენდას ითხოვენ. საგზაო დეპარტამენტში პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ, რაულ ბოლქვაძის განცხადებით, დამეწყრილ ტერიტორიაზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დღეს დაიწყება და გადაადგილება დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში