ბასილაშვილმა წააგო, ბოქლვაძემ მოიგო 

19 იანვარი 2024, 10:01 454 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინგლისის ქალაქ სანდერლენდში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა. ბასილაშვილი პირველ ნომრად განთესილ ფრანგ დენ ედიდს დაუპირისპირდა და სამ სეტში -  6:0, 3:6, 6:7 დამარცხდა.

სანდერლენდშივე 35-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა მარიამ ბოლქვაძე. მან კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული ნიდერლანდელი იასმინ გიმბრერე 6:1, 6:7, 6:3 დაამარცხა და მომდევნო რაუნდში პირველ ნომრად განთესილ კატინკა ვონ დეიხმანს შეხვდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი