გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი „ატლანტასთან“ 

18 იანვარი 2024, 09:38 400 ნახვა

NBA-ს რეგულარულ სეზონში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ მორიგი შეხვედრა სტუმრად „ატლანტასთან“ გამართა და ბოლო წამზე მიურეის მიერ ჩაგდებული სამქულიანის შემდეგ 104:106 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი კვლავ სასტარტო ხუთეულში იყო, მან პარკეტზე 24 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა. გოგას ანგარიშზე 10 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი