უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში 98 სამხედრო შეტაკება მოხდა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებს, მტრის თავდასხმის უმეტესი ნაწილი მოიგერიეს ლიმანსკის, ავდეევსკისა და ბახმუცკიში.
ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 11 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
როგორც უკრაინის თავდაცვის ძალები აცხადებენ, დრონების უმეტესობა ზღვაში ჩავარდა, თუმცა რამდენიმე ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ოდესის პრიმორსკის რაიონის საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.