აიოვას შტატში გამართულ რესპუბლიკელების კოკუსში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ლიდერობს.
ყოფილმა პრეზიდენტმა შიდაპარტიულ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. დონალდ ტრამპმა აიოვას მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.
აიოვას შტატის კოკუსში გამარჯვება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატი გახდეს.