უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე საუდის არაბეთში საიდუმლო შეხვედრა გაიმართა

10 იანვარი 2024, 10:19 324 ნახვა

16 დეკემბერს საუდის არაბეთში მოსკოვთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხის განსახილველად  გამოცემა „დიდი შვიდეულისა“ და „გლობალური სამხრეთის“ ზოგიერთმა ქვეყანამ უკრაინის წარმომადგენლებთან საიდუმლო შეხვედრა გამართა-ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს. როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, შეხვედრაზე პროგრესი არ ყოფილა.

მედიის ცნობით, უკრაინა და „დიდი შვიდეულის“ წევრები ეწინააღმდეგებიან „გლობალური სამხრეთის“ წარმომადგენელი ქვეყნების მოწოდებებს რუსეთთან პირდაპირ ურთიერთობაზე.

კიევმა და მისმა მოკავშირეებმა „დიდი შვიდეულიდან“ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სამართლიანმა მშვიდობამ პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და განაცხადეს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიზნები არ შეცვლილა, ვლადიმერ პუტინს არ გამოუვლენია არსებითი მოლაპარაკებების წარმოების სურვილი და არ იცავს მანამდე მიღწეულ შეთანხმებებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში