ბათუმის დინამოს ღირსებას 28 წლის ცენტალური მცველი, ბოიან მლადოვიჩი დაიცავს

10 იანვარი 2024, 10:05 523 ნახვა

ბათუმის „დინამომ“ ოფიციალურად წარადგინა ახალი სეზონის პირველი შენაძენი. გუნდის ღირსებას 28 წლის ცენტრალური მცველი ბოიან მლადოვიჩი დაიცავს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ახალწვეული სერბია.

ბათუმის „დინამოს“ მიერ გავრცელებული ცნობით, 28 წლის ბოიან მლადიოვიჩი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

ბათუმელთა ახალწვეულმა გასული სეზონი კოსტანაის „ტობოლის“ რიგებში გაატარა, რომელმაც ყაზახეთის პრემიერლიგაში მერვე ადგილი დაიკავა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი