„ქართული ოცნების“ ახალი წესდება და პოლიტიკური შეფასებები 

09 იანვარი 2024, 15:00 555 ნახვა

გამოქვეყნდა “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ახალი წესდება, რომელშიც შეტანილი ცვლილებებით სამართლებრივი საფუძველი იქმნება ბიძინა ივანიშვილის პარტიაში ოფიციალური დაბრუნებისთვის.

ამასთან, ახალი წესდების თანახმად პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას  პოლიტიკურ საბჭოს არა პარტიის თავმჯდომარე, არამედ საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს დასამტკიცებლად.

ცვლილების მიხედვით, წესდებას დაემატა ახალი პუნქტი საპატიო თავმჯდომარის შესახებ, რომელიც მანამდე არ არსებობდა.

საპატიო თავმჯდომარე, შეიძლება გახდეს პირი, რომელსაც მიუძღვის განსაკუთრებული დამსახურება ქვეყნის და პარტიის წინაშე.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი