საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს სერბი სპეციალისტი, ალეკსანდარ ძიკიჩი გაწვრთნის

08 იანვარი 2024, 14:51 521 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს სერბი სპეციალისტი ალეკსანდარ ძიკიჩი გაწვრთნის. ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს. მათივე განმარტებით, 52 წლის სპეციალისტმა, რომელიც 2023 წლის ისრაელის ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს და მიმდინარე სეზონიც იერუსალიმის „ჰაპოელში“ დაიწყო, ებრაული კლუბი რამდენიმე დღის წინ დატოვა და მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს. ფედერაციის ინფორმაციით, ძიკიჩთან კონტრაქტი 2025 წლის ევრობასკეტის ციკლზეა მორგებული: მოიცავს მის საკვალიფიკაციო ტურნირს და ევრობასკეტის ფინალურ ეტაპს. 2025 წლის შემოდგომაზე მხარეები კონტრაქტის გაგრძელების საკითხს განიხილავენ და გადაწყვეტილებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღებენ. ძიკიჩის ასისტენტები ანატოლი ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი იქნებიან, რომლებიც ამ პოზიციაზე ილიას ზუროსთან ერთად ბოლო წლებში მუშაობდნენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი