დღეს საქართველოში ალილო გაიმართა

07 იანვარი 2024, 20:04 378 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეს შობას ზეიმობს. კაცობრიობის ისტორიაში მაცხოვრის შობა უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

შობის დღის მთავარი და განუყოფელი ნაწილია საზეიმო მსვლელობა - ალილო, რომელიც თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო.     

ალილო გაიმართა ბათუმში. შობის მახარობლებმა ქუჩები ლოცვითა და გალობით შემოიარეს და დღესასწაული თანაქალაქელებს მიულოცეს.

შობას ზეიმობდნენ ქობულეთის ქუჩებში.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში