ალილო ქობულეთში 

07 იანვარი 2024, 15:00 699 ნახვა

დილიდან გამოჩნდნენ შობის მახარობლები ქობულეთის ქუჩებში, თანაც ორწლიანი პაუზის შემდეგ დღეს პირველად. სადღესასწაულო მსვლელობა ორი სხვადასხვა ლოკაციიდან დაიწყო ერთი სასულიერო სკოლიდან, მეორე კი  მაცხოვრის ამაღლების ტაძრიდან. 

მომლოცველებს  მრევლი და  სასულიერო პირები შეუერთდნენ. მსვლელობა შეჩერდა მერიასთან, სადაც ალილოს მახარობლებს შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

დღეს შეგროვებული ნობათი საჭიროებისამებრ გადანაწილდება, ალილოს საჩუქრებს გადასცემენ მათ ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.   

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი