ბაღდადში აშშ-ის საჰაერო იერიშის დროს ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფების ლიდერი დაიღუპა. პენტაგონში ადასტურებენ, რომ დაჯგუფება „ჰარაკატ ალ-ნუჯაბას“ ლიდერი, მუშტაკ ჯავად ქაზიმი, ცნობილი როგორც აბუ თაკვა, რეგიონში ამერიკულ ძალებსა თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობდა.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი.
შემთხვევის დროს არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა.