ხარკოვში, რუსეთის მხრიდან ნასოლი რაკეტა სკოლის შენობას მოხვდა - უკრაინული მედია

03 იანვარი 2024, 10:33 275 ნახვა

ხარკოვის ოსნოვიანსკის რაიონის ერთ-ერთ სკოლას რუსული რაკეტა მოხვდა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების რაკეტა ორსართულიან სასწავლო დაწესებულებას მოხვდა, რამაც ნგრევა გამოიწვია. გარდა ამისა, აფეთქების ტალღამ მიმდებარე რამდენიმე კერძო სახლში მინები ჩაამსხვრია.

არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 57 სამხედრო შეტაკება მოხდა. მთლიანობაში მტერმა 89 სარაკეტო და 72 საჰაერო დარტყმა განახორციელა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში