ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება

31 დეკემბერი 2023, 14:53 597 ნახვა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოულოდნელი დაბრუნება მეორე დღეა შეფასებების საგანია. ივანიშვილის განცხადება, რომ პოლიტიკიდან წასული "ქართული ოცნების" რამდენიმე ლიდერთან კონსულტაციებს მართავდა, ოპოზიციის ნაწილისთვის არაფორმალური მმართველობის შესახებ განცხადებების გაკეთების საფუძველი გახდა. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ოპოზიციას განადგურებული უწოდა, პარტიების წარმომადგენლებმა კი, საპასუხოდ, თქვეს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მმართველ გუნდს ვეღარ გადაარჩენს. ოპოზიციის კრიტიკას არაფორმალურ მმართველობაზე მორიგ სპეკულაციას უწოდებენ "ქართული ოცნების" ლიდერები. მათი თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით, სწორედ ოპონენტებს შეექმნათ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი