პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ყოფნა გულისხმობს უფრო მეტ კონსოლიდირებას როგორც „ქართული ოცნების“ გუნდის, ისე მთლიანად საზოგადოების - შალვა პაპუაშვილი

30 დეკემბერი 2023, 15:44 488 ნახვა

პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ყოფნა გულისხმობს უფრო მეტ კონსოლიდირებას როგორც „ქართული ოცნების“ გუნდის, ისე მთლიანად საზოგადოების, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა

„პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ყოფნა გულისხმობს უფრო მეტ კონსოლიდირებას როგორც „ქართული ოცნების“ გუნდის, ისე მთლიანად საზოგადოების. 2024 წელი, იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია განადგურებულია, რა თქმა უნდა, თავის თავში შეიცავს ხიფათებსაც, ვინაიდან სუსტი და უუნარო ოპოზიცია, ზოგადად ჯგუფები, როგორც წესი, სწორედ ამ დროს გადადიან ხოლმე ისეთ ქმედებებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის შემდეგ მთლიანად ქვეყანას. ამიტომ, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად გუნდი და საზოგადოება შეიკრას ერთ გუნდად, რათა ყველა ის ხიფათი, რომელიც საქართველოს ქვეყნის შიგნით, თუ გარედან ელოდება, ავიცილოთ და მომავალი წლის ბოლოს, ამ დროს ყველამ ერთად აღვნიშნოთ საქართველოს გამარჯვება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში