საახალწლო ღონისძიებები ქობულეთში

28 დეკემბერი 2023, 14:54 666 ნახვა

,,ახალი წლის დღეები ქობულეთში" დღეიდან იწყება. დღესვე რამდენიმე საათში საზეიმოდ აინთება ნაძვის ხე. წელს ქობულეთი საქართველოში დამზადებული ნაძვის ხით იწონებს თავს. კონცერტი 17 სთ-ზე იწყება, რომელზეც ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად დედაქალაქიდან მოწვეული მომღერლები იმღერებენ. ღონისძიებას გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს. ამ წუთებში კი თეატრალიზებული წარმოდგენები იმართება, მოწყობილია საშობაო ბაზრობაც. მერიის წინ, იქ, სადაც საახალწლო ღონისძიებების მთავარი ლოკაციაა, სტუმრებს გლინტვეინის და ცხელი შოკოლადის დაგემოვნება შეეძლებათ. საახალწლო დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში