ქარმა ბსუ-ს შენობა დააზიანა

24 დეკემბერი 2023, 18:01 590 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა. დაზიანებულია რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სასწავლო კორპუსი, ჯამში თუნუქის საერთო ფართობის ორი მესამედი, 1800 კვადრატული მეტრი. წყალი ჩავიდა სხვენში და ასევე მეხუთე სართულის დერეფანსა და აუდიტორიების ნაწილში. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ზარალის ზუსტ ოდენობას ვერ აკონკრეტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ დაზიანებულია როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე საფრთხის ქვეშაა სხვენში განთავსებული ინვენტარი და წიგნადი ფონდიც. რექტორის თქმით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელმაც პირველ ეტაპზე წვიმის წყლის აუდიტორიებამდე ჩასვლა უნდა შეაჩეროს. სახურავის შესაკეთებლად კი გამარტივებული შესყიდვის უფლებას ითხოვენ. ეს სახურავი 5 წლის წინ დამონტაჟდა. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ სწავლა ხვალ გაგრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში, გარდა იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა, რომელიც განთავსებულია მეხუთე სართულზე.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი