ძლიერი ქარით გამოწვეული პრობლემები ბათუმში

24 დეკემბერი 2023, 15:05 724 ნახვა

ძლიერმა ქარმა ბათუმში ინფრასტრუქტურა დააზიანა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას სახურავი გადახადა. დაზიანებულია თუნუქის საერთო ფართის ორი მესამე. სახურავები დაზიანებულია მრავალბინიან კორპუსებშიც. შეფერხება იყო ენერგომომარაგებაშიც. რამდენიმე უბანში შუქი ავარიულად გაითიშა. გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა 40-მდე მრავალწლოვანი ხე-მცენარე მოგლიჯა. წაქცეული ხეები რამდენიმე ავტომობილს და ავტომანქანის მისაბმელს დაეცა, რის გამოც ჩახერგილი იყო ქუჩები, მათ შორის გადაადგილების შეფერხება იყო მახინჯაურში საავტომობილო გზაზე. დაზიანებულია მოსაცდელებიც. მერიაში ზარალის ოდენობას ამ ეტაპზე ვერ აზუსტებენ. აცხადებენ, რომ მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი