მთავარი საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება ქობულეთშიც. ცენტრალურ მოედანზე გაიმართება კონცერტი. მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები და 2 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, გასართობი ღონისძიებები დაგეგმილია სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის. მერიის წინ არსებულ ცენტრალურ მოედანზე საშობაო სოფელიც მოეწყობა. ასევე საახალწლო მიღება გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარებისთვის. ამ დროისთვის ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე და ქუჩებში საახალწლო დეკორაციების და განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. საახალწლო ღონისძიებების გასამართად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი გამოიყო.