არგენტინაში ძლიერი ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაზიანებულია ხეები, განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურაც.
დამანგრეველი ქარის სიჩქარე საათში 150 კილომეტრს აჭარბებდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.