ამ კვირაში კიევზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მეორე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. დაშავებულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა. დაზიანდა სახლები და ბავშვთა საავადმყოფო.უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყველა რაკეტის გაუვნებელყოფა შეძლეს- განაცხადა კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.ოფიციალური მონაცემებით, განეიტრალებული რაკეტების ნამსხვრევებმა დაზიანებები და ნგრევა გამოიწვია კიევის სამ რაიონში. 15 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი ევაკუირებულია დნიპროვსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსიდან.