სუპერლიგის მე-9 ტური ბათუმში ამერიკული უნივერსიტეტის გუნდის „გაუ-ს“ და „ბათუმის“ დაპირისპირებით დასრულდა. სტუმრებმა მასპინძლები 85:76 დაამარცხეს. გაუ-ს რიგებში ენდრიუ ლუისი გამოირჩა, რომელმაც 28 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ბათუმელთა რიგებში 20 ქულით, 9 პასითა და 6 მოხსნით საუკეთესო იყო გაუ-ს მთავარი მწვრთნელის დავით როგავას ძმა, რევაზ როგავა. ამ დროისთვის „ბათუმი“ 12 ქულით მეოთხე ადგილზეა. სუპერლიგის მორიგ ტურში ბუბა ბერიშვილის გუნდი სტუმრად აუტსაიდერ „მარგვეთთან“ გამართავს.