აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 12 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში უმასპინძლებს - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც „სიენენი“ წერს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს იქნება უკრაინის პრეზიდენტის მეორე ვიზიტი აშშ-ში. ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში პირველად სექტემბერში იმყოფებოდა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ზელენსკი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით 11 დეკემბერს გაემგზავრება.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები იმსჯელებენ უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებზე, თეთრ სახლს იმედი აქვს, რომ კონგრესთან უკრაინისა და ისრაელის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიღწევას შეძლებს.