ღაზის სექტორში ბრძოლები გრძელდება

10 დეკემბერი 2023, 11:51 462 ნახვა

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. გასულ ღამეს ისრაელმა იერიში მიიტანა ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიასა და სამხრეთით მდებარე ხან იუნისზე. იერიშამდე ისრაელმა ღაზის სიდიდით მეორე ქალაქის, ხან იუნისის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. უცხოური მედიის ცნობით კი, ის ქალაქი სადაც ევაკუირებული მოქალაქეები უნდა გადავიდნენ საკმაოდ მცირეა და იქ ცოტა შენობაა განთავსებული, რაც მოსახლეობის დიდ ნაკადს ვერ გაუმკლავდება. გაერო-ში ღაზის სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე საუბრობენ, მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, რომ სექტორში ყოველი 10 ადამიანიდან 9 ყოველდღიურად საკვებს ვერ იღებს. ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ჰამასის წინააღმდეგ ომი კიდევ 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პრემიერმა კი შეერთებული შტატების პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ქალაქ ხან იუნისში ბრძოლას ისრაელის თავდაცვის ძალები კიდევ 3-4-ი კვირა გააგრძელებენ. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე დადებითად შეაფასა გაეროს უშიშროების საბჭოზე შტატების გამოყენებული ვეტო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი