„ჩემპიონთა აკადემია“ საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზებს

08 დეკემბერი 2023, 15:04 417 ნახვა

დღეს აჭარის კონტაქტური კარატეს მებრძოლები ლიეტუაში გაემგზავრნენ, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საკლუბო საერთაშორისო ტურნირში. შეჯიბრება ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება და მასში 20 ქვეყნის ორი ათასზე მეტი სპორტსმენი იასპარეზებს, მათ შორის კლუბი „ჩემპიონთა აკადემია“, რომელიც ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული. ჩემპიონთა აკადემია საკლუბო ჩემპიონატზე 17 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. გუნდის მთავარი მწვრთნელის ლევან ცინცაძის თქმით, ყველა კატეგორიაში უმაღლესი სინჯის მედალს ელოდება. ამასთანავე, ეს იქნება ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის წინ, რომელსაც დეკემბრის ბოლოს ბათუმი უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში