ბათუმში ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა შემუშავდება

07 დეკემბერი 2023, 14:47 396 ნახვა

ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შავიზღვისპირა ზონისთვის ჰაერის მართვის გეგმის მომზადებას იწყებს. მათ შორისაა, რა თქმა უნდა ბათუმი, სადაც დაბინძურების მთავარ წყაროებად ტრანსპორტი, მშენებლობები და ნავთობტერმინალი სახელდება. დღეს ბათუმის მერიაში შეხვედრა გაიმართა. მონაწილე მხარეებმა, ადგილობრივმა და ევროპელმა ექსპერტებმა, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროსა და მერიის წარმომადგენლებმა ჰაერის ხარისხის მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და მისი გაუმჯობესების გზებზე იმსჯელეს. ევროპელი ექსპერტები მუნიციპალიტეტებს ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირების მეთოდებს გააცნობენ და სამინისტროსთან ერთად ხარისხის მართვის გეგმას შესთავაზებენ. გეგმა სამწლიანი იქნება და მის შედეგებს მოგვიანებით მუნიციპალიტეტთან ერთად თავად პროექტის ავტორებიც შეაფასებენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში