პარიზში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ თანამშრომლებმა ნიუ-იორკში გაერო-ს შტაბბინის წინ ღაზის სექტორში ომის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. მათ პატივი მიაგეს ღაზაში დაღუპულ კოლეგებს. „ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, რადგან ღაზაში ყოველდღე გრძელდება ძალადობა“, - აცხადებს ექიმები საზღვრებს გარეშე აღმასრულებელი დირექტორი ავრილ ბენუა. ოთხშაბათს ხან იუნისის საცხოვრებელ რაიონზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ნასერის ჰოსპიტალში დაშავებული ბავშვები, მათ შორის ჩვილებიც მიიყვანეს. პალესტინელმა მედიკოსებმა განაცხადეს, რომ საავადმყოფოები სავსეა დაღუპულებითა და დაშავებულებით, მათ შორის ბევრი ქალი და ბავშვია. სამედიცინო დაწესებულებას ასევე ამოეწურა მედიკამენტების მარაგი.