სპორტი ის სფეროა, რომელსაც ყველაზე მეტად ორი რამ სჭირდება: დისციპლინა და თავისუფლება - პრეზიდენტი

07 დეკემბერი 2023, 10:10 372 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი კამპანიის - „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში სპორტსმენებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა სპორტის მიმართულებით გამოწვევებზე ისაუბრა და თქვა, რომ სპორტს ყველაზე მეტად დისციპლინა და თავისუფლება სჭირდება,  თავისუფლება კი მოსაპოვებელია.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა, რომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ინიციატივა ხორციელდება, რათა   ევროპაში ინტეგრაციისთვის ერთობლივი განაცხადი გაკეთდეს. სალომე ზურაბიშვილმა  აღნიშნა, რომ 9 დეკემბერს   არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ სახალხო მარშს შეუერთდება, რათა ეს იყოს საქართველოს ევროპულობის ერთობლივი განაცხადი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში