საქართველოს 4 მოქალაქე გათავისუფლებულია

21 მაისი 2016, 00:00 2920 ნახვა

რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ გატაცებული საქართველოს 4 მოქალაქე გათავისუფლებულია. საჩხერის რაიონის სოფელ სპეთის მკვიდრებს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2-2 ათასი რუბლის გადახდა დააკისრა. მათ დე-ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედავებოდა. დაკავებულები სწორედ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ახლობლების ინფორმაციით, დაკავებისას საქართველოს 4 მოქალაქე ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრიდან 8 კილომეტრში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

ამავე კატეგორიაში