სამხრეთ ინდოეთში ციკლონს მსხვერპლი მოჰყვა. ძლიერი წყალდიდობის შედეგად 9 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა.
გადაუღებელმა წვიმამ ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და აეროპორტის საფრენი ბილიკებიც დატბორა. 8 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. წვიმამ და ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.
შეწყდა სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა. ჩენაის აეროპორტის დატბორვის გამო გადაიდო ათობით ავიარეისი.