საკონსულტაციო შეხვედრა ფერმერებთან

11 მარტი 2017, 00:00 2307 ნახვა

სასწავლო - საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ქედაში. სოფელ ვაიოს ფერმერებს აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლებმა საგაზაფხულო სამუშაოების ეფექტურად ჩატარებისთვის ხეხილისა და ვაზის გასხვლის თანამედროვე ტექნოლოგიები გააცნეს. ქედის აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, თეორიულთან ერთად პრაქტიკული სწავლება ფერმერებს უკეთესი მოსავლის მიღებაში დაეხმარება. სოფელ ვაიოში კონსულტაცია 15-მა ფერმერმა გაიარა. მსგავსი შეხვედრები სხვა სოფლებშიც გაიმართება.

ამავე კატეგორიაში