ასლან ბალაძის ვარსკვლავი გაიხსნა

02 დეკემბერი 2023, 20:01 659 ნახვა

დღეს ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ვეტერანი ქართველი მეკარის ასლან ბალაძის ვარსკვლავი გაიხსნა. იგი სხვადასხვა დროს იცავდა ''დინამო'' ბათუმის’’ ქობულეთის ''შუქურას’’ და ''დინამო'' თბილისის ღირსებას. 

საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მეკარე, აღიარებულია დინამო ბათუმის XX საუკუნის საუკეთესო მეკარედ.

კარიერის ძირითადი ნაწილი გაატარა ბათუმის „დინამოში“. ამჟამად არის ბათუმის „დინამოს“ გენერალური დირექტორი.

ვეტერანი მეკარის ვარსკვლავის გახსნას, როგორც საზოგადო ასევე სამთავრობო მოღვაწეები და სხვა ვეტერანი მოთამაშეები ესწრებოდნენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში