ბათუმის “დინამო” საჩემპიონო თასს ოფიციალურად ჩაიბარებს

02 დეკემბერი 2023, 12:04 501 ნახვა

დღეს ეროვნული ლიგის ბოლო ტურში ჩემპიონი “დინამო” ბათუმი საჩემპიონო ფარს აღმართავს. 36-ე შეხვედრაში ბათუმელები საკუთარ მოედანზე ქუთაისის “ტორპედოს” ეთამაშებიან.

მატჩი 14:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც 15:00 საათზე საინფორმაციო გამოშვება პირდაპირ ეთერში არ გავა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში