საქართველოს ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

01 დეკემბერი 2023, 21:27 707 ნახვა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეხუთე ტურში, თბილისში ლუქსემბურგს უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

პირველ ნახევარში სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ და მაჩადოსა და ტომპსონის გოლებით 2:0 მოიგეს. მეორე ნახევარში კი სრული სათამაშო უპირატესობა უკვე ჩვენმა ნაკრებმა მოიპოვა და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. 67-ე წუთზე თეონა ბაქრაძემ სხვაობა შეამცირა. მე-80 წუთზე ხატია ჭყონიამ წონასწორობა აღადგინა, მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე კი, ნინო პასიკაშვილის გოლით ჩვენი ნაკრები დაწინაურდა, ხოლო არბიტრის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე, ნათია დანელიამ საბოლოო ანგარიში 4:2 დააფიქსირა.

ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრები ხუთი ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ირის ანტმანის გუნდი 5 დეკემბერს, სტუმრად, თურქეთის ნაკრების წინააღდმეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი