აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, დირიჟორ დავით აბულაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"ვუერთდები საზოგადოების მწუხარებას დიდი ხელოვანის, დირიჟორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ბათუმის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ვაჟთა და ქალთა ანსამბლების დამაარსებლის, ღირსების ორდენის კავალერის დავით აბულაძის გარდაცვალების გამო.
ვიზიარებ ბატონი დავითის ოჯახის, მოსწავლეების, მისი ხელოვნების თაყვანისმცემლების, ჩვენი საზოგადოების დიდ მწუხარებას", - აღნიშნავს თორნიკე რიჟვაძე.