აეროპორტის დასახლებას, ანწუხელიძისა და ადლიის ქუჩების კვეთაზე ახალი სკვერი შეემატა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მოეწყო დასასვენებელი სივრცე, საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები.
დამონტაჟდა გარეგანათების სისტემა და განთავსდა საპარკო ინვენტარი. დასასრულს უახლოვდება ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა.
პროექტის ღირებულება 430 ათას ლარს აღემატება.