დანაკლისი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებში 

30 ნოემბერი 2023, 09:54 400 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც 2-3 დეკემბერს ტოკიოს გრანდ სლემზე იასპარეზებს, ცვლილებები განხორციელდა. გუნდს ვერ დაეხმარებიან ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი. შეგახსენებთ, რომ მანამდე ნაკრებს ტატო გრიგალაშვილი გამოაკლდა. მათ ნაცვლად გუნდს გიორგი ბერიაშვილი და ლევან მათიაშვილი დაემატნენ.  ტოკიოში საქართველო 16 ძიუდოისტით, 13 კაცით და 3 ქალით გამოვა.

შეგახსენებთ, რომ შარშან ტოკიოს გრანდ სლემზე საქართველო კაცთა შორის მხოლოდ ლაშა ბექაურით იყო წარდგენილი, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამ დროისთვის იაპონიის დედაქალაქში გასამართ გრანდ სლემზე მსოფლიოს 88 ქვეყნის 535 ძიუდოისტია დარეგისტრირებული.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი