„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში წელს განხორციელებული საქმიანობა გააცნო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საბჭოსა და საკონსულტაციო პლატფორმის წევრებს.
თეა ახვლედიანმა ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სახელმწიფო პროგრამების შესახებ და შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა უწყების სამომავლო გეგმები.