დღეს ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლი“ „რეალს“ დაუპირისპირდება 

29 ნოემბერი 2023, 11:00 464 ნახვა

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის რვა მატჩი გაიმართა. საკუთარ მოედანზე დამარცხდა „მილანი“, რომელსაც „დორტმუნდმა“ 3:1 მოუგო. „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში“ „ანტვერპენის“ წინააღმდეგ ორივე ქართველმა - ირაკლი აზაროვმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა ითამაშეს. მათმა გუნდმა ბელგიის ჩემპიონი 1:0 დაამარცხა და მერვედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: ბარსელონა-პორტუ 2:1; იანგ ბოიზი-ცრვენა ზვეზდა 2:0; პსჟ-ნიუკასლი 1:1; ლაციო-სელტიკი 2:0; ფეიენორდი-ატლეტიკო 1:3; მანჩესტერ სიტი-ლაიფციგი 3:2. დღეს მეხუთე ტურის კიდევ რვა შეხვედრა გაიმართება.

განსაკუთრებულ ინტერესს მადრიდული მატჩი იწვევს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ სანტიაგო ბერნაბეუზე „რეალს“ დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი