„დინამო თბილისმა“ ბათუმის „დინამო“ დიდი ანგარიშით დაამარცხა

28 ნოემბერი 2023, 21:36 563 ნახვა

ეროვნული ლიგის 35-ე ტურში „დინამო თბილისმა“ უკვე გაჩემპიონებულ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და უხვგოლიან დაპირისპირებაში მეტოქე 6:2 დაამარცხა.

ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგის გამარჯვებული წინა ტურში გახდა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ გადახალისებული შემადგენლობა ათამაშა.

„დინამო“ ბათუმი მე-3 წუთზე ჯოვინომ დააწინაურა, მაგრამ ნახევარ საათში ტაბლოზე 5:1 ეწერა. საბა ხვადაგიანმა, ზორან მარუშიჩმა, გიორგი ხარაიშვილმა და დავით სხირტლაძემ გაიტანეს. გიორგი ბეგაშვილმა კი ავტოგოლი მიითვალა. დარჩენილ დროში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და დინამო თბილისმა 6:2 გაიმარჯვა. სოლიდური ანგარიშის მიუხედავად, ცხადია, სატურნირო ცხრილზე ამ შედეგს გავლენა არ მოუხდენია.

ბოლო ტურის შედეგების მიუხედავად, სატურნირო ცხრილში ამ გუნდებისთვის არაფერი შეიცვლება – ბათუმის „დინამო“ ჩემპიონია და მომავალ ევროსეზონში საქართველოს ჩემპიონთა ლიგაზე წარადგენს. „დინამო თბილისი“ კი მეორე ადგილზე გავიდა და კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.

მამია ჩხარტიშვილი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში