წელს ფერმერები არასტანდარტულ მანდარინზე, ნაცვლად 15 თეთრისა მიიღებენ 30 თეთრის სუბსიდიას - ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, ამ ეტაპზე უკვე ექსპორტირებულია 3700 ტონა ციტრუსი. მობილიზებულია მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები, რამდენიმე დღეში ფუნქციონირებას დაიწყებს არასტანდარტული ციტრუსის მიმღები საწარმო.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაორმაგებულიყო არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირება და შესაბამისად, მიმდინარე წელს ნაცვლად 15 თეთრისა, მეციტრუსეები არასტანდარტულ მანდარინზე მიიღებენ 30 თეთრს სუბსიდიას. რაც შეეხება ციტრუსის რთველის მიმდინარეობას, უკვე ექსპორტირებულია 3700 ტონაზე მეტი და ვთვლით, რომ შეფერხებების გარეშე შევძლებთ ამ სეზონის ჩატარებას“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.