ბექაურის შემდეგ “პსჟ”-სთან კონტრაქტი ტატო გრიგალაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმაც გააფორმა

27 ნოემბერი 2023, 15:44 1214 ნახვა

ლაშა ბექაურის შემდეგ “პსჟ”-ს ძიუდოს კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორმა ქართველმა ვარსკვლავმა ტატო გრიგალაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა გააფორმა.

ფრანგულმა ძიუდოს კლუბმა ახალწვეულები უკვე წარადგინა. როგორც ცნობილი ხდება, ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზულ გრანდთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

ქართველი ფალავნების დებიუტი პარიზულ კლუბში 9 დეკემბერს, საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე შედგება, რომელსაც სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი უმასპინძლებს.

"პსჟ”-სთან კონტრაქტის გაფორმება ქართველ ძიუდოისტებს ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობაში ხელს არ შეუშლის.

შეგახსენებთ რომ 2022 წლის საკლუბო ჩემპიონთა ლიგას გორმა უმასპინძლა, სადაც გამარჯვებული ქართული კლუბი "მებრძოლი" გახდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი