ღაზის სექტორში ოთხდღიანი ზავის ვადა დღეს იწურება

27 ნოემბერი 2023, 10:55 383 ნახვა

ისრაელ-ჰამასის  ოთხდღიანი ზავის ბოლო დღეს ისრაელ-ღაზის საზღვარზე სიმშვიდეა. აშშ-ს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის დროებითი ზავი გაგრძელდება მანამ, სანამ მძევლებს გაათავისუფლებენ. ბაიდენის განცხადება  მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჰამასმა კიდევ 17 მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის 4 წლის ისრაელელ-ამერიკელი გოგონა.

39 მოზარდი  პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა ისრაელმა კვირას. ზავის დაწყებიდან ისრაელმა ციხეებიდან სულ 117  პალესტინელი  გამოუშვა.

გასულ კვირას მიღწეული  ზავი არის პირველი პაუზა შვიდი კვირის განმავლობაში  მიმდინარე  ბრძოლებში, რომელიც  ღაზაში ჰამასის მიერ  ათას 200 ისრაელელის მკვლელობისა და  240 მძევლის გატაცების შემდეგ დაიწყო.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში